CNN: მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთმა ფრონტის მთელ გაყოლებაზე იერიში წამოიწყო

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიის იერიში ფრონტის მთელ გაყოლებაზე ინტენსიური გახდა - სხვადასხვა მონაკვეთებზე რუსეთის არმიის გაზრდილი კონცენტრაციის შესახებ უკრაინული წყაროები უკვე 2 კვირაა იუწყებიან. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალურ შტაბსა და ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მებრძოლ ოფიცრებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. 

  • პოკროვსკის მიმართულებით მებრძოლი სადაზვერვო დანაყოფის ოფიცერი ტელეარხთან საუბარში ამბობს, რომ ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთზე საოკუპაციო არმიის აქტიურობა მარტის მიწურულს მკვეთრად გაიზარდა

  • ოფიცერის თქმით, რუსეთს აღნიშნულ მონაკვეთზე დამატებითი ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა შეჰყავს - "ჩვენ ამას ვხედავთ სადაზვერვო დრონების კადრებში და ვისმენთ ოკუპანტების რადიო სიგნალის გადაჭერისას"- ამბობს უკრაინელი მებრძოლი. 
  • ამასთანავე წყაროების ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ ქალაქი პოკროვსკი კარგად არის დაცული შესაძლოა რუსების მთავარი სამიზნე დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე მდებარე დასაცლება ნოვოპავლივკა იყოს, რომლის დაკავების შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად გადაკვეთენ ოლქის საზღვარს და შეეცდებიან გვერდი აუქციონ ქალაქს. 

Big Picture: წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ბრძოლები ადმინისტრაციული საზღვრიდან 6-7 კილომეტრში მიმდინარეობს, პარალელურად დაიწყო იძულებითი ევაკუცია ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან. 

  • პოკროვსკის გარდა დიდ სამხედრო დაჯგუფებას მოუყარა თავი რუსეთმა ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ ლიმანის მახლობლად, აქ საოკუპაციო არმიას შესამჩნევი ტაქტიკური წარმატებები აქვთ, ხოლო უკრაინული წყაროები ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკაში რუსეთის ათმაგ უპირატესობაზე საუბრობენ. 

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდ სირსკის 9 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის იერიში სუმისა და ხარკივის ოლქში პრაქტიკულად უკვე დაიწყო. 

Context: 27 მარტს, პარიზში გამართულ სამიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გასაჭიანურებლად რუსეთი ფრონტის მთელ გაყოლებაზე ახალი იერიშის წამოსაწყებად ემზადებოდა. 

  • რუსეთის ახალი იერიშს გასული 4 თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო არმიის წინსვლის საგრძნობი შენელება უძღოდა წინ. 
  • ჯამურად, მარტში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში 9-თვიან მინიმუმამდე შემცირდა და 131 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. 

Go Deeper:  მარტის მიწურულს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობდა, რომ რუსეთის ახალი იერიში მკაფიო სიგნალი იქნებოდა, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო პროცესით. 

მსგავსი სიახლეები