CNN: ნატოს სამიტის კომუნიკეში უკრაინის გზა აღწერილია, როგორც 'შეუქცევადი"
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კომუნიკეში უკრაინაში ნატოს გზა აღწერილია როგორც "შეუქცევადი."
ინფორმაციას ამის შესახებ საკითხში გაცნობიერებულ 3 წყაროზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
წყაროების ცნობით, უკრაინის საკითხი ალიანსის 32 წევრს შორის ყველაზე ცხარე დებარების საფუძველი გახდა. კომუნიკეს საბოლოო ფორმულირებების შესაძლოა კიდევ შეიცვალოს, თუმცა ნატოში გაწევრიანების "შეუქცევადობა" სერიოზული სიგნალი იქნება როგორც კიევისთვის, ასევე მოსკოვისთვის - ეს უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
წყაროს ცნობით, შეუქცავადობის ფორმულირების გამოყენებას მხარს უჭერს ბაიდენის ადმინისტრაციაც. ამასთანავე ამერიკული დელეგაციის მოთხოვნით, ცალკე პუნქტად უნდა დაფიქსირდეს, რომ კიევმა უნგა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები.
კონტექსტი
ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, სამიტზე გამოცხადდება რამდენიმე მნიშვნელვანი გადაწყვეტილება, მათ შორის უკრაინისთვის ახალი 40 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტზეც.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე.
27 ივნისს New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მომდევნო სამიტზე არ განიხილება უკრაინის გაწევრიანების საკითხი.
გამოცემის წყაროს ცნობით, სამიტზე მოკავშირეები გამოაცხადებენ უკრაინის დახმარების ერთიანი ცენტრის შესახებ. გარდა ამისა, უკრაინაში ამოქმედდება ალიანსი სპეციალური წარმომადგენლის ოფისი.
ერთიანი ცენტრი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იქნება. აღნიშნულ ინიციატივას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უწოდობენ ერთგვარ ხიდს უკრაინის გაწევრიანებისკენ.
ინიციტიავი გულისხმობს უკრაინის სამხედრო დახმარების ყველა არსებული ფორმატის ინტეგრირებს ერთიან ცენტრში. ამასთანავე ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ცენტრის შექმნა გაგზავნის მკაფიო სიგნალს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მიმართ, რომ დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას.
რეგლამენტის მიხედვით, ცენტრი უშუალოდ ალიანსის ხელმძღვანელობას დაექვემდებარება რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ დონალდ ტრამპს ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც არ შეეძლება მისი მარტივად ჩამოშლა.
გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ უკრაინის დახმარების ძალისხმევის "ტრამპ-გამძლე" ფორმატში გადაყვანა ერთიანი ცენტრის იდეის ავტორების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
გერმანიაში ერთიანი ცენტრის იდეა აშშ-სა და ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გასაგები გახდა, რომ ამ დროისთვის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტაბი არ არის უკრაინის მთავარი სურვილი, ეს მაინც წარმოადგენს სოლიდურ კონსენსუსს, რომელიც სამიტზე უკრაინისა და ალიანსის მზარდი დააახლოების მთავარი სიმბოლო იქნება.
დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის აშშ და გერმანია არიან - ბაიდენი და შოლცი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებამდე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება. გერმანიისა და აშშ-ს ლიდერები, ასევე მიანიშნებენ სისტემური რეფორმების საჭიროებასა და კორუფციის დონის შემცირებაზე, რაც ალიანსში გასაწევრიანებლად იქნება საჭირო.
დასავლელი ლიდერების ჩანაფიქრით ახალი ცენტრის იდეამ ნაწილობრივ მაინც უნდა დააკმაყოფილოს ან შეარბილოს ვოლოდიმირ ზელენსკის ხისტი რეაქცია - იმის მსგავსი, რაც უკრაინელმა პრეზიდენტმა გასული წლის ვილნიუსის სამიტზე ღიად და მწვავედ გამოხატა.
ახალი მისია გააერთიანებს უკრაინის დახმარების არსებულ და თემატურ ფორმატებს, მათ შორის სხვადასხვა შეიარაღებისა და დაუყოვნებლივი საჭიროებების კუთხით.
გარდა ამისა, ცენტრი გაუწევს კოორდინაციას უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროცესს და ცალკეული ქვეყნების მიერ უკრაინასთან გაფორმებული უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ცენტრის იდეა, უკრაინის დახმარების ძალისხმევის ოპტიმიზაციასა და მოწესრიგებას ისახავს მიზნად - ამ დრომდე უკრაინა დახმარებას ძირითადად ცალკეული ქვეყნებთან შეთანხმებების საფუძველზე, სხვადასხვა მარშრუტებითა და ფორმატებით იღებს.
წყაროების ცნობით, ვისბადენის სამხედრო ბაზაზე განთავსებული შტაბის სახელი უკრაინის დახმარებისა და წვრთნის ნატოს ცენტრი (შემოკლებით NSATU) იქნება, ხოლო მისი ხელმძღვანელი მაღალი ალბათობით 3-ვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი იქნება. ჩანაფიქრის მიხედვით, შტაბის უფროსი ევროპაში ამერიკული ჯარების სარდალის, გენერალ კრისტოფერ კავოლის დაქვემდებარებაში იქნება.
ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება თავიდან აირიდოს გართულებები და დუბლიკაცები სხვადასხვა შეიარაღების მიწოდებასთან და საბრძოლო მასალების მიწოდების მარშრუტების კუთხით.
მოსალოდნელია, რომ შტაბი გაუწევს კოორდინაციას უკრაინელი პილოტების წვრთნისა და სწავლების პროგრამას დასავლური წარმოების სხვადასხვა თვითმფრინავებზე.
ცნობილია, რომ უკვე თითქმის დასრულებულია 20-მდე უკრაინელი პილოტის წვრთნა ამერიკული წარმოების F-16 ტიპის თვითმფრინავებზე, რომელსაც ქვეყანა დანიისგან, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და ბელგიისგან მიიღებს. მაისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მიიღებს ფრანგული წარმოების Mirage-ის ტიპის ფრანგულ თვითმფრინავებსაც.
პარალელურად გაგრძელდა ე.წ. რამშტაინის ფორმატი, რომელშიც 50-მდეა სამხედრო დონორი სახელმწიფო შედის - ჩანაფიქრის მიხედვით ახალ შტაბსა და რამშტაინის ფორმატს შორის მჭიდრო კოორდინაცია უნდა იყოს.
გერმანიის წინააღმდეგობის გამო ახალ შტაბს ოფიციალურად არ ექნება მისიის ფორმა.