დანილოვი: რუსეთი უკრაინელების ციმბირში გაგზავნას გეგმავდა
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი "არასოდეს დაკარგავს სურვილს" ააშენოს ციმბირი უკრაინის მოქალაქეების ხარჯზე. ამის შესახებ მან "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 22 აპრილს გამოქვეყნდა.
"2021 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა შოიგუს სტატია, რომელსაც ეწოდა 'ციმბირის ახალი ქალაქების შესახებ'. ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ამ პუბლიკაციას, მაგრამ ჩვენ ასეთ პუბლიკაციებს ვაქცევთ ყურადღებას. მას შემდეგ, რაც ყურადღებით წავიკითხეთ, მივხვდით, რომ რუსებს აქვთ ჩვენი მოქალაქეების, კერძოდ ჩვენი ქვეყნის ხარჯზე, ციმბირის აშენების სურვილი, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა", - განაცხადა დანილოვმა.
მან დასძინა, რომ შოიგუმ დააანონსა გეგმა ციმბირში აშენდეს სამიდან ხუთამდე დიდი ქალაქი 300 ათასიდან 1 მილიონამდე მოსახლეზე.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა რუსეთის ფედერაციის გეგმების შესახებ.
"ჩვენ გავიგეთ რაშიც იყო საქმე. შოიგუ თავის სტატიაში წერდა, რომ ქალაქებს დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეები ააშენებდნენ. თუ გადავხედავთ დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს, იქ, ჩვენი ერის გარდა, ვინ უნდა ააშენოს? სხვა ხალხებს ფიზიკურად არ აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ასეთი პროექტები." - თქვა დანილოვმა.