დენისოვა: რუსეთმა 1.2 მილიონი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია მოახდინა
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში იძულებით თითქმის 1.2 მილიონი უკრაინელი წაიყვანეს. ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ 9 მაისს Ukrinform-ის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვინც ფილტრაცია არ გაიარა, გადაჰყავთ რუსეთის ფედერაციაში იძულებითი დეპორტაციისთვის. [...] ვინც ფილტრაცია არ გაიარა, თუ ФСБ-ს თანახმად, ძალიან საეჭვოები იყვნენ, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რუსული სპეცოპერაციის ეწინააღმდეგებოდნენ, ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. დღეს მათი რაოდენობა 1 185 000-ზე მეტია, მათ შორის 200 000-ზე მეტი ბავშვია“, - განაცხადა მან.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ფილტრაციის ბანაკები განლაგებულია დონეცკისა და ლუჰანსკის დროებით ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე და ზოგიერთ ბანაკში 20 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება.
ასეთ ბანაკებში, მათ შორის, მარიუპოლის მაცხოვრებლები მიჰყავთ, თქვა დენისოვამ.