Der Spiegel: გერმანია ქართული ოცნებისთვის უფრო მკაცრ სანქციებს მოითხოვს
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანია ქართული ოცნებისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
გარდა ამისა მზადდება სანქციების სათადარიგო გეგმაც, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედება, თუ კი უნგრეთი ინიციატივას დაბლოკავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Der Spiegel ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, გერმანია აქტიურ კომუნიკაციაში პარტნიორებთან და ცდილობს მეტი ქვეყანა მიიმხროს.
მასალაში ნათქვამია, რომ ინიციატივას წინ უძღვის 2-კვირიანი პრო-ევროპული დემონსტრაციები და პოლიციამ აქციების დასაშლელად ძალა გამოიყენა.
"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელზეც ოფიციალური მონაცემებით პრო-რუსულმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნებზე არაერთი დარღვევა გამოვლინდა."
მასალაში ნახსენებია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ბოლო სანქციებიც და ნათქვამია, რომ შესაძლოა 16 დეკემბერს ევროკავშირმა იგივე გადაწყვეტილება მიიღოს.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი უკვე გამოვიდა სანქციების დაწესების მოთხოვნით, თუმცა ამგვარი სანქციების ამოქმედებას საჭიროება სჭირდება, რაც უნგრეთის პოზიციის გამო გარანტირებული არ არის.
"დიპლომატიური წყაროების ცნობით, უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში შესაძლოა მსურველთა კოალიცია ჩამოყალიბდეს, ამ შემთხვევაში საუბარია ე.წ. ტარგეტირებულ სანქციებზე და გულისხმობს, მაგალითად ქათული ოცნების ოფიციალური პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე."
ავტორის ცნობით, მთავარი ამოცანა ევროკავშირისთვის იმგვარი სანქციების დაწესება იქნება, რომელიც უარყოფითად არ აისახება საქართველოს მოსახლეობაზე.
წყაროს ცნობით, უნგრეთის გვერდის ავლით მოქმედების გეგმა განიხილეს გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ევროპის საქმეთა მინისტრებმა ე.წ. ვეიმარის სამკუთხედის შეხვედრაზე.
შეხვედრის შედეგად შეთანხმდა დოკუმენტიც, რომელიც ცალსახად გმობს ქართული ოცნების მოქმედებებს.