დღეიდან რუსეთში სამხედრო მობილიზაცია საპენსიო ასაკის ხალხსაც შეეხება

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის 60 წლის კაცების მობილიზაციასაც, მათ შორის პენსიაზე გასული მოქალაქეებისაც.

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი რუსეთის სახელმწიფო დუმამ 18 ივლისს მიიღო. ცვლილებების შედეგად 5 წლით იზრდება თადარიგში ყოფნის ასაკის ზედა ჭერი - უფროსი საოფიცრო ჩინის მქონე მოქალაქეებისთვის თადარიგის ზედა ზღვარი 65 წელს შეადგენს. 

რუსეთში საპენსიო რეფორმა 2019 წლიდან დაიწყო - ამ დროისთვის კაცების საპენსიო ასაკი 61.5 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის. პენსია გასვლა 60 წლის ასაკში შეუძლიათ უკიდურეს ჩრდილოეთის რეგიონებში მცხოვრებ კაცებს. 

კონტექსტი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლი ეტაპობრივად აფართოებს იმ პირთა სიას, რომელსაც მობილიზაცია ეხება. ამ დროისთვის რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს კიდევ ერთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ზედა ასაკობრივ ზღვარს 30 წლამდე ზრდის. 

მსგავსი სიახლეები