დღეს ევროპარლამენტში საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე იმსჯელებენ

დღეს, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს განიხილავენ.

პლენარული სესიის დღის წესრიგის მიხედვით, დებატების ერთ-ერთი თემა არის "დემოკრატიის გაუარესება და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე საქართველოში".

ევროპარლამენტის ვებგვერდის მიხედვით საქართველოში ვითარების შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წარადგენს

რეზოლუციის შესახებ დებატები ბრიუსელის დროით დაახლოებით 5 საათზე გაიმართება, კენჭისყრა კი ხვალ, 9 ოქტომბერს ჩატარდება.

"პროდემოკრატიული პროტესტების უხეში დარბევისა და მოსკოვის სტილის კანონის საპასუხოდ, რომელიც დასავლეთიდან დაფინანსებულ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" აცხადებს, ბოლო თვეებში ევროკავშირმა საქართველოს განაცხადი ფაქტობრივად თაროზე გადადო. 

თუ ქართული ოცნება მომავალ არჩევნებს დიდი უმრავლესობით მოიგებს, კრიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ახლანდელი მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება". - წერია ევროპარლამენტის ვებგვერდზე.დღეს, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს განიხილავენ.

პლენარული სესიის დღის წესრიგის მიხედვით, დებატების ერთ-ერთი თემა არის "დემოკრატიის გაუარესება და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე საქართველოში".

ევროპარლამენტის ვებგვერდის მიხედვით საქართველოში ვითარების შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წარადგენს

რეზოლუციის შესახებ დებატები ბრიუსელის დროით დაახლოებით 5 საათზე გაიმართება, კენჭისყრა კი ხვალ, 9 ოქტომბერს ჩატარდება.

"პროდემოკრატიული პროტესტების უხეში დარბევისა და მოსკოვის სტილის კანონის საპასუხოდ, რომელიც დასავლეთიდან დაფინანსებულ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" აცხადებს, ბოლო თვეებში ევროკავშირმა საქართველოს განაცხადი ფაქტობრივად თაროზე გადადო. 

თუ ქართული ოცნება მომავალ არჩევნებს დიდი უმრავლესობით მოიგებს, კრიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ახლანდელი მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება". - წერია ევროპარლამენტის ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები