დიდი ბრიტანეთი ЗСУ-ს წვრთნისთვის უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობას სურს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის ქვეყანაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას. 

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა Sunday Telegraph-თან საუბარში განაცხადა. 

ამ დრომდე უკრაინელი სამხედროების წვრთნები დასავლეთის სახელმწიფოებში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 

ამგვარი მიდგომა განპირობებული იყო დასავლეთის ქვეყნების პოზიციით მორიდობოდნენ რუსეთთან ესკალაციის მიზეზს, რის გამოც არ აგზავნიდნენ სამხედრო ინსტრუქტორებს უკრაინაში. 

შაპსის თქმით, ის უკვე ესაუბრა გენშტაბის უფროსს, პატრიკ სანდერსს, რის შედეგადაც მივიდნენ დასვკნამდე, რომ უკრაინელი სამხედროების ადგილზე წვრთნა უფრო გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. 

"ვისაუბრეთ, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა რაღაც ეტაპზე უფრო მახლობელ ტერიტორიებზე გადავა და პრაქტიკულად უკრაინის ტერიტორიაზეც",- განაცხადა შაპსმა. 

გასული წლის განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა სულ 26 500 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 30 ათასამდე გაიზრდება. 

 

მსგავსი სიახლეები