დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო დაჭრეს
25 იანვარს, დონბასში, სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთჯერ დაარღვიეს, დაჭრილია ორი უკრაინელი სამხედრო. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების პრეს-სამსახური იუწყება.
დონეცკის რეგიონში, ავდიივკას მიმართულებაზე სეპარატისტებმა ავტომატებითა და ანტი-სატანკო სარაკეტო სისტემებით ცეცხლი გახსნეს.
შიროკინოსთან კი პრორუსულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი მძიმე ტყვიამფრქვევებით გახსნეს.
შეტაკებების შედეგად დაჭრილი ორი უკრაინელი სამხედრო ჰოსპიტალიზებულია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.