დონბასში რუსმა სნაიპერმა უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა
27 მაისს დონბასში, რუსი ოკუპანტების სნაიპერმა უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა. ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება Север-ის ფეისბუქ-გვერდი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციებს ლუგანსკის ოლქში, სოფელ ნოვოტოშკოვსკოეს მიდამოებში გაუხსნეს ცეცხლი.
“სნაიპერული გასროლის შედეგად ერთ ჯარისკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტყვია მოხვდა”, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ უკრაინულმა შენაერთებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.