დონბასში სეპარატისტების სნაიპერმა უკრაინელი სამხედრო მოკლა

26 აპრილს, დონბასში რუსმა სნაიპერმა უკრაინელი სამხედრო მოკლა.

ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის მხარის პრესსამსახური იუწყება. მათი ცნობებით გარდაცვლილი ადგილობრივი სოფლის, კოლენკის მცხოვრები იყო.

“ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებით ქედს ვიხრით მის წინაშე. არ დავივიწყებთ უკრაინის დასაცავად მის მიერ გამოჩენილ სიმამაცეს,” - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები