დონეცკელი სეპარატისტების თქმით, ერთ ფრონტისპირა სოფელში ევაკუციას იწყებენ
დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, დონბასში, მომატებული დაძაბულობის გამო ერთ-ერთ ფრონტისპირა სოფელში მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს სოფელ ალექსანდროვკას ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ჩალიმ განუცხადა.
რუსი ბოევიკის თქმით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი ე.წ. შეხების წერტილზე ანუ ფრონტის ხაზზე ვითარების ესკალაცია და შესაძლო გართულება დასახელდა.
მიუხედავად ამისა სეპარატისტები ვერ აკონკრეტებენ თუ კონკრეტულად როდის დაიწყო უშუალოდ ევაკუაციის პროცესი.
ბოლო დღეების განმავლობაში დასავლური წყაროები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი უკრაინიში შეჭრის საბაბის შექმნას ცდილობს. მათ შორის საუბარი ვიდეოებსა და სხვა ყალბ ამბებზე, რომელშიც ასახული იქნება თუ როგორც კლავენ ან აწამებენ რუსულენოვან ადამიანების უკრაინელი სამხედროები.
ბოლო დღე ღამის განმავლობაში ეუთოს დამკვირვებლებმა დონბასში 500-ზე მეტი აფეთქება დაითვალეს. პერიოდულად მთელი დღის განმავლობაში სეპარატისტების პოზიციებიდან იბომბებოდა დასახლებული პუნქტები.
მათ შორის საარტილერიო დაბომბვის არეალში მოხვდა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, ჭურვები დაეცა საბავშვო ბაღში, რკინიგზის სადგურსა და სკოლა-ლიცეუმი ეზოშიც.
უკრაინული მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთოს დამკვირვებლებს დარჩნენ ქვეყანაში და დეტალურად აღრიცხონ ცეცლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს მკაფიოდ დაგმონ დონბასში რუსეთის მიერ მართული ესკალაცია.
ამავე პერიოდში პრეზიდენტმა ზელენსკიმ სრული მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ ზელენსკისთან შეხვედრისთვის საკმარისი წინაპირობები არ არსებობს.