დონეცკის რაიონში აღდგომის დილას დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა
დონეცკის ოლქის ოჩერეტინსკის თემში რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ 24 აპრილს ფეისბუქზე დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.
"ოჩერეტინსკის თემში ორ ბავშვის სიცოცხლე რუსმა დამპყრობლებმა აღდგომის დილას წაართვეს. სახლი მირას ქუჩაზე, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა, დაიღუპნენ 14 და 5 წლის გოგონები", - ნათქვამია განცხადებაში.
კირილენკომ ფრონტის ხაზის დასახლებების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 213 ბავშვი დაიღუპა, 389-ზე მეტი დაშავდა.