დუბაის პოლიციამ აივანზე შიშველი ფოტოების გადაღებისთვის ადამიანები დააკავა

დუბაიში ღია სივრცეში ფოტოების გადაღებისთვის ადამიანების ჯგუფი დააპატიმრეს და ბრალად საზოგადოების გარყვნა წაუყენეს.

 

შაბათს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ შიშველი ქალების ჯგუფს აივანზე ფოტოსესია ჰქონდა.

 

დაკავებულია უკრაინის 11 და რუსეთის 1 მოქალაქე. საზოგადოების გარყვნის ბრალდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 6 თვიანი პატიმრობით და 5,000 დირჰამის ჯარიმით ისჯება (₾ 4,661).

 

არაბთა გაერთიანებული საემიროების კანონების უმრავლესობა შარიათს ეფუძნება და მსგავსი ქმედებები დასჯადია.

 

დუბაიში უკრაინის საკონსულოში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ციხეში სამშაბათს მოინახულებენ.

 

“მსგავსი მიუღებელი ქმედებები არ გამოხატავს ემირატების საზოგადოების ეთიკასა და ღირებულებებს", - განაცხადა დუბაის პოლიციამ. მათ აღნიშნეს, რომ ყველა, ვინც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა ან დროებით ცხოვრობს, ადგილობრივ კანონებს უნდა დაემორჩილოს.

 

წყარო:

bbc.com

 

 

მსგავსი სიახლეები