ძირითადი პროგნოზები მოკლედ: რა წერია შვეიცარიის დაზვერვის ახალ ანგარიშში?

შვეიცარიის დაზვერვის სამსახურმა (SRC) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვის გარდა, პროგნოზებია მოცემული.
ცხადია, დოკუმენტში ყვეალზე მნიშვნელოვან საკითხად, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესია და აქედან მომდინარე გამოწვევებია მიჩნეული.
თუმცა, ამ საკითხის გარდა, თითქმის 100 გვერდიან ანგარიშში მოხვედრილია ისეთი საკითხები, როგორიცაა აშშ-ს პრეზიდენტადდონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შესაძლებლობა ან ტაივანის საკითხზე ჩინეთთან გამწვავებული ურთიერთობები.
გთავაზობთ ძირითად მიგნებებს, ძალიან მოკლედ:
- ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ომი უკრაინაში სამხედრო გზით გადაწყდეს.
- უკრაინა რჩება დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე, რაც ეგზისტენციალური სახისაა. ომის მიმდინარეობასთან ერთად, სავარაუდოა, რომ უკრაინაზე დასავლეთის წნეხი გაიზრდება, რათა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე რუსეთთან მოლაპარკებებში შევიდეს.
- უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობა, რუსეთის ხელისუფლებას გეგმებს არ გადააფიქრებინებს. კრემლი არსებითად არის მზად, რომ "განაგრძოს ომი დასავლეთის წინააღმდეგ" იქამდე, სანამ საჭირო იქნება.
- ომის დაწყების შემდეგ, NATO-ს და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების საფრთხე გაზრდილია, იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ და რუსეთი, სამხედრო დაპირისპირების უკრაინის საზღვრებს მიღმა არ ემხრობიან.
- 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ბირთვული დაპირისპირების საფრთხე გაზრდილია. მოსალოდნელია, რომ ბირთვული იარაღის ცალმხრივად გამოყენებაზე, რუსეთი მუქარებს გააგრძელებს; თუმცა, ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს რუსეთში.
- უკრაინის წინააღმდეგ ომი, რუსეთს უზარმაზარი ფასი (ხარჯი) დაუჯდება, მაგრამ რეჟიმის სტაბილურობას, ჯერ საფრთხე სერიოზულად არ ემუქრება.
- ომი აჩქარებს ტემპს, რომ სამყარო მომავალში უფრო მეტად ბიპოლარული იყოს. ევროპა და ევროკავშირი სტრატეგიულად დამოკიდებულნი რჩებიან აშშ-ზე, ხოლო ჩინეთის "დასავლეთის მოწინააღმდეგე პოლიუსად" ჩამოყალიბების პროცესშია. ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობაში, ამ უკანასკნელი როლი, შეუქცევადად მცირდება.
- აშშ-ში დონალდ ტრამპის ან სხვა იზოლაციონისტის არჩევამ [პრეზიდენტად] შეიძლება კვლავ გააღვივოს გაურკვევლობა 2025 წელს ევროპაში აშშ-ს ჩართულობის შესახებ.
- რუსეთსა და ჩინეთს სურს რომ შეცვალონ სტატუს ქვო, ხოლო რეგიონალური ძალები, როგორიცაა - თურქეთი, საუდის არაბეთი და ინდოეთი ცდილობენ, რომ გააფართოვონ საკუთარი მოქმედების არეალი. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში იაპონია ჩინეთს "საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევად მიიჩნევს."
- აფრიკაში, დასავლეთის სახელმწიფოებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის გავლენისთვის ბრძოლა მძაფრდება.
- ტაივანი კვლავაც დარჩება გეოსტრატეგიული დაძაბულობის კერა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ძალიან ნაკლებია შანსი, რომ 2023 წელს, ჩინეთმა სამხედრო შეტევა განახორციელოს ტაივანზე.
აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ შვეიცარიის დაზვერვის სამსახურის ანგარიში შექმნილია იქამდე, სანამ რუსეთში, 23 ივნის ევგენი პრიგოჟინის მიერ სამხედრო ამბოხი დაიწყებოდა. აღნიშნულმა მოვლენამ, შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს რუსეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რისი პროგნოზიც წინასწარ რთულად შესაძლებელი იყო.
ამ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შვეიცარიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რუსი და ჩინელი აგენტების სიმრავლე წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებიდან გამომდინარე, შვეიცარია არის ქვეყანა, სადაც "ევროპაში რუსეთის აგენტების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რადგანაც ისინი დიპლომატიურ საფარქვეშ არიან დამალულები."
2023 წლის ანგარიშში, ცალკე არაფერია ნათქვამი საქართველოზე.