ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
პარასკევს, დედოფალი ელისაბედ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია: “ღრმა მწუხარებით ვიუწყებით მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედის საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო აღმატებულების, პრინცი ფილიპის გარდაცვალების შესახებ. მისი სამეფო უმაღლესობა დილით, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა. სამეფო ოჯახი მსოფლიოს ხალხებთან ერთად გლოვობს მის დანაკარგს.”
პრინცი ფილიპი ჯანმრთელობის პრობლემების შედეგად გარდაიცვალა. ფილიპმა ორი თვე გაატარა ლონდონის საავადმყოფოში, სადაც მას ინფექციაზე მკურნალობდნენ. ასევე მან გულის ოპერაცია გაიკეთა.
ფილიპის დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართება.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა პატივი მიაგო ჰერცოგს და თქვა, რომ მან "თაობათა სიმპათია მოიპოვა აქ, გაერთიანებულ სამეფოში, თანამეგობრობასა და მთელ მსოფლიოში"