ეკლუნდი: წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების დაცვა
"ნამდვილად მაღალი იყო აქტივობა ამ არჩევნებზე - ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ქართველები მხარს უჭერენ დემოკრატიას, ერთგულნი არიან დემოკრატიული პროცესისა.
თუმცა, ასევე ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის (კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული) - ასევე, მუქარები, დაშინება, დამკვირვებლების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ძირს უთხრიდა მთელი პროცესის სამართლიანობას.
NDI-ს დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში, ხმის მიცემა, ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად, თუმცა დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ზრდა მძიმე დარღვევებისა წინა არჩევნებთან შედარებით - მათ შორის, ეს იყო ძალადობის გამოყენება და ბიულეტენების ჩაყრა".