ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე რუსეთი და ბელარუსი არ მიიწვიეს
მედიის ცნობით, ლონდონი არასასურველად მიიჩნევს ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური პირების დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე ყოფნას. რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებმა, რომელთა წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ომის გამო ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა, ოფიციალური დაკრძალვის ცერემონიალზე მიწვევა არ მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Press Association (PA) სამშაბათს, 13 სექტემბერს, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკრძალვის ცერემონიაზე 500-მდე უცხოელი სტუმარია მიწვეული
გარდა ამისა, ამ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დედოფლის დაკრძალვაზე მიანმარის წარმომადგენლების ყოფნა არასასურველია. თავის მხრივ, ირანი, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხანია გართულდა, ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
მსოფლიოს სახელმწიფოს მეთაურების უმრავლესობა ელისაბედ II-ის დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიაზე ერთი თანმხლები პირით არიან მიწვეულნი, რომელიც ლონდონში 19 სექტემბერს გაიმართება.
საერთო ჯამში, ცერემონიას დაახლოებით 500 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, სამეფო ოჯახების წევრები და სხვა სტუმრები დაესწრებიან, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.
ლონდონი აცხადებს, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიება ათწლეულების განმავლობაში.