ერდოღანი ისრაელს "ტერორისტულ სახელმწიფოს" უწოდებს და დასავლეთს აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა და ქვეყანა სამხედრო დანაშაულებში ამხილა. 

ამის შესახებ რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტამდე 2 დღით ადრე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი, რომლის "ულიმიტო მხარდაჭერითაც სარგებლობს ისრაელი."

ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიოს ისრაელის პოლიტიკური ლიდერების დანაშაულები და კიდევ ერთხელ გააჟღერა თურქეთის ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც "ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ პოლიტიკური პარტია, რომელმაც ლეგიტიმურად გაიმარჯვა არჩევნებში."

ერდოღანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიბი ნეთანიაჰუს განკარგულებაში ბირთვული არსენალია, მისი პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია. 

ამასთანავე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რათა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ისრაელის მოქალაქეები საერთაშორისო დონეზე ტერორისტებად აღიარონ. 

 

მსგავსი სიახლეები