ერდოღანმა რუტესთან ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მისი დამტკიცების პირობებზე ისაუბრა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მისი დამტკიცების პერსპექტივაზე ესაუბრა.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს.
თურქეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც შეიძლება დაბრკოლება გახდეს რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად დამტკიცებისთვის.
ერდოღანი რუტეს ესაუბრა თურქეთის მოლოდინებზე ახალი გენერალური მდივნისგან.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი გენერალური მდივანი "უკეთესად უნდა ემსახუროს" ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და უპირატესობა მიანიჭოს ნატოს ძირითად ფასეულობებს, ასევე "გაითვალისწინოს მოკავშირეების თავისებურებები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები."
"ერდოღანმა თქვა, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით მიიღებს თურქეთი გადაწყვეტილებას (ახალი გენერალური მდივნის არჩევა - რედ.) სტრატეგიული სიბრძნისა და სამართლიანობის ფარგლებში," - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო დროს არაერთმა სახელმწიფომ გამოხატა მხარდაჭერა რუტეს კანდიდატურის მიმართ. მათ შორისაა ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. თუმცა, უნგრეთი უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება მის კანდიდატურას.