ერდოღანმა თურქეთში არჩევნები ოფიციალურად 14 მაისს დანიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისისს ჩატარდება. ამის შესახებ POLITICO წერს.

ექსპერტების შეფასებით, თურქეთის ლიდერის 20 წლიანი მმართველობის ყველაზე მძიმე არჩევნები ელის, რომელიც დაგეგმილზე ერთი თვით ადრე ჩატარდება.

ეს განცხადება მან წინა თვეში თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების ფონზეა გააკეთა, რის შედეგადაც ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ის იქნება მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა და ნაციონალისტური მოძრაობის ალიანსის ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ამ კვირის დასაწყისში, ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ წარადგინა.

74 წლის ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას (CHP) ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

მსგავსი სიახლეები