ერმაკი: კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა სწორ გზაზე დაბრუნდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა Reuters-ს განუცხადა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები "სწორ გზაზე დაბრუნდა."

ერმაკმა თქვა, რომ უკრაინულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს აჩვენა, რომ ღიაა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის. ეს ეწინააღმდეგება მოლაპარაკებებისადმი რუსეთის მიდგომას, რომელიც, ერმაკის თქმით, "უბრალოდ თამაშებია."

25 მარტს, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწია უკრაინასა და რუსეთს შორის შავ ზღვაში და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესახებ.

თუმცა, რუსეთმა გამოაცხადა პირობები შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, მოითხოვა სანქციების შემსუბუქება, რათა შეძლოს საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე წვდომის დაბრუნება თავისი სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის.

ერმაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი მიუთითებს რუსეთის მიდგომაზე ზოგადად სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ (რუსებმა - რედ.) არ მიიღეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რაც ნონსენსია", - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები