ესტონეთი უკრაინას ცეცხლსასროლ შეიარაღებას გადასცემს
ესტონეთის მთავრობამ ხუთშაბათს მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის წინადადებას უკრაინაში მცირე იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ.
მთავრობის პრეს-რელიზში არ არის დაკონკრეტებული უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების რაოდენობა.
თავდაცვის სამინისტრომ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ ის უთხრა, რომ ეს სხვადასხვა ტიპის პისტოლეტიებია.
"უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა რუსეთის მუდმივი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვიპოვეთ სხვა გზა, რომლითაც ესტონეთს შეუძლია მას დახმარების ხელი გაუწოდოს," - თქვა პევკურმა.
ესტონეთმა უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია.
რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, უკრაინას ესტონეთმა Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, საველე საავადმყოფოები, სამედიცინო დახმარება, ჩაფხუტები და საკვები ნაკრებები გადასცა.