ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა, რომ რუსები ოლიმპიადაზე არ დაუშვან
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოითხოვა, რომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ დაუშვან. ამის შესახებ მან 12 აპრილს Twitter-ზე განაცხადა.
"Twitter-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კვეთენ თავს რუსები უკრაინელ ჯარისკაცს... და მაინც, ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგისა და ოლიმპიადაზე ერთმანეთთან შეჯიბრის აუცილებლობაზე? ესტონეთი დგას და დადგება უკრაინის გვერდით. გამარჯვებამდე!" - დაწერა მან.
რუსულმა ტელეგრამის არხებმა 11 აპრილის, საღამოს, უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეოს გავრცელება დაიწყეს.
მომხდარს მოკლე ფრაზით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი: "ყველაფერზე იქნება პასუხი და პასუხისმგებლობა."