ევროკავშირი 40 000 ავღანელ ლტოლვილს მიიღებს

 

ევროკავშირის 15 წევრი ქვეყანა 40 000 ავღანელი ლტოლვილის მიღებაზე შეთანხმდა, განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონმა ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

არსებული სქემით, 25 000 ავღანელ ლტოლვილს გერმანია უმასპინძლებს, ნიდერლანდები 3 159 ავღანელს მიიღებს, ესპანეთი და საფრანგეთი კი 2500-2500-ს.

„ვფიქრობ, აღნიშნული სოლიდარობის შთამბეჭდავი აქტია“, - ამბობს ევროკომისარი.

მას შემდეგ, რაც აგვისტოში ავღანეთში ძალაუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო, ათი ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

ევროკავშირის საზღვრებთან დაახლოებით 85 000-მდე ავღანელი მიგრანტია თავმოყრილი.

ცოტა ხნის წინ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილების ნაწილის მიღება სთხოვა, რომლებიც "უმძიმეს ჰუმანიტარულ პირობებში იმყოფებიან".

მსგავსი სიახლეები