ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის 200 მილიონ დოზას გადასცემს

ევროკავშირი Covid-19-ის საწინააღმდეგო 200 მილიონი ვაქცინის დოზას განვითარებად ქვეყნებს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

ლეიენის თქმით, ეს ქვეყნები ვაქცინებს 2022 წელს მიიღებენ.

"ჩვენი მთავარი და გადაუდებელი პრიორიტეტია მსოფლიოში ვაქცინაციის დაჩქარება," - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

"მსოფლიოში აცრების მხოლოდ 1%-ზე ნაკლები გაკეთდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, რაც კარგად აჩვენებს რა მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე," - აღნიშნა კომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის თქმით, აქამდე მათ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის 20 მილიონი დოზა გადასცეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები