ევროკავშირი რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინას 35 მილიარდ ევროს გადასცემს

23 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე ოდენობის სესხის გამოყოფა, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების მეშვეობით.

უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმის დამტკიცება წერილობითი პროცედურის მიხედვით მოხდა. გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

35 მილიარდი ევროს სესხი არის გეგმის ნაწილი, რომელიც დიდმა შვიდეულმა (G7) ივნისის სამიტზე შეათანხმა, რათა უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყოს რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული ზედმეტი მოგების დაბეგვრის გზით.

უკრაინას არ მოუწევს ამ სესხის დაფარვა, ვინაიდან მას ევროკავშირის წევრი ქვეყნები დააფინანსებენ. გარდა ამისა, ეს თანხა მიზნობრივად არ გამოიყოფა, რაც უკრაინას საკუთარი შეხედულებისამებრ მისი განაწილების საშუალებას მისცემს.

სამშაბათს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის 35 მილიარდი ევროს (დაახლოებით 38 მილიარდი დოლარი) შენატანი სესხში, თუმცა ეს წილი სავარაუდოდ შემცირდება მას შემდეგ, რაც აშშ შეიტანს თავის წვლილს.

მსგავსი სიახლეები