ევროპარლამენტარები ვარჰეიზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ევროპარლამენტი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის პროექტში, სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს და ადანაშაულებს, რომ მიუკერძოებელი არ არის.
ამის შესახებ Népszava წერს.
ანგარიშში ევროპარლამენტარები ევროკომისიას მოუწოდებენ, გამოიკვლიოს შეესაბამება თუ არა ევროკავშირის სტანდარტებს ვარჰეის ქცევა და პოლიტიკა.
"ევროპარლამენტი კვლავ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს დააკნინოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალური მნიშვნელობა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში." - ნათქვამია დოკუმენტში.
ჰოლანდიელმა სოციალ-დემოკრატმა ევროპარლამენტარმა ტიის რიუტენმა, რომელიც ანგარიშის თანაავტორია, აღნიშნა, რომ საუბარია მიმდინარე წლის თებერვალში ვარჰეის სერბეთში ვიზიტზე, როდესაც ის სერბეთს 600 მილიონი ევროს გრანტს დაჰპირდა, მაშინ, როცა ქვეყანამ ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებაზე უარი თქვა.
"ვარჰეი სხვა მხარეს იხედება, როცა დემოკრატიის რეგრესის ნიშნებს ხედავს," - აღნიშნა როიტენმა.