ევროპის წამლის სააგენტო: სხვადასხვა კოვიდ-ვაქცინის „შერევა“ დასაშვებია

 

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ერთი და იმავე პირის სხვადასხვა წარმოების კოვიდ-ვაქცინით აცრა დასაშვებად ცნო.

ევროპის მთავარი ფარმაცევტული რეგულატორის განცხადებით, განსხვავებული წარმოების ვაქცინების - „პფაიზერი“, „მოდერნა“ და „ჯონსონი“ - ერთი პირის ასაცრელად გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანად იცავს.

სააგენტო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინის დამატებითი დოზების - ე. წ. „ბუსტერებით“ - აცრის კამპანიის წარმატებით ჩასატარებლად.

„გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა დავასკვნათ, რომ ჰეტეროლოგიური [სხვადასხვა წარმოების ვაქცინების კომბინაცია] ბუსტერი ისეთივე ეფექტიან იმუნურ დაცვას იძლევა, როგორც ჰომოლოგიური [ერთი და იმავე წარმოების ვაქცინით აცრა],“ - წერია EMA-ს პრეს-რელიზში.

კოვიდ-ვაქცინების „კომბინაცია“ უკვე დასაშვებად ცნეს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის რეგულატორებმა.

მსგავსი სიახლეები