Faridaily: კრემლი არ აპირებს მოლაპარაკებებს, პუტინის გეგმა უკრაინის განადგურებაა

კრემლში არ აპირებს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, პუტინი ფსონს უკრაინის სრულ განადგურებაზე ჩამოდის. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ელიტაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ფარიდა რუსტამოვა ავრცელებს

მოზრდილ მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განწყობიდან გამომდინარე მის გარემოცვაში სჯერათ, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გამოცემის წყაროების ცნობით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის ვლადიმირ პუტინისთვის დამამცირებელი დარტყმა იყო. 

"კურსკის შემდეგ კრემლში გამოიტანეს დასვკნა - ჩვენ უკრაინული სახელმწიფოს განადგურებით დავკავდებით. ეს ჰგავს ბრძოლას წესების გარეშე, ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთს მაქსიმალურად მტკივნეული დარტყმები მიაყენონ"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. 

მისი თქმით, პუტინი არ აპირებს კურსკის ოლქის დაკარგული ნაწილი დონეცკში ან ლუჰანსკში გაცვალოს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ნიადაგი ჯერჯერობით არ ჩანს. 

წყაროების ცნობით, რუსეთის ელიტაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეები უმცირესობაში არიან - "რთულია სიტყვა მშვიდობის წარმოთქმაც, ამ ხმებს ჩაახშობენ."

პუტინთან დაახლოებული კიდევ ერთი წყაროს ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა საბოლოოდ მოკვდება თუ დასავლეთი უკრაინას შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს მოუხსნის. 

"ძალიან შორს შევტოპეთ, მე არ მჯერა სამშვიდობო პროცესის, სანამ უკრაინა არ დაიშლება მანამდე არაფერი მორჩება"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

პუტინთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მხოლოდ დასავლეთთან დიდი ომის საფრთხის ფონზე დაფიქრდება. 

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთი მზად არის ხანგრძლივი ომი აწარმოოს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ უკრაინას შესაბამისი რესურსი უბრალოდ არ აქვს და ომი მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება. 

 

მსგავსი სიახლეები