ფაშინიანმა ОДКБ-დან გასვლის პირობები დაასახელა
სომხეთი დატოვებს თავდაცვის კოლექტიურ ორგანიზაციას (ОДКБ) თუ კი ორგანიზაცია უპასუხოდ დატოვებს სომხეთის კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ეხლა ვითხოვთ, ველოდებით, მოვითხოვთ, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ორგანიზაციაში გვიპასუხონ კითხვაზე, როგორია ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში",- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ წლებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "წითელი ხაზი" იყო, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა.
"მაგრამ, 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, როდესაც დავაფიქსირეთ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია ОДКБ-ს განაწესში გაწერილი ზომები არ მიუღია",- ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის ომის დროს ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად, თუმცა მისთვის გაუგებარია ორგანიზაციის მიერ არჩეული ნეიტრალიტეტი, როდესაც სომხეთი მისი წევრია.
ფაშიანიანის თქმით, თუ სომხეთი მიიღებს დამაკამყოფილებელ პასუხს პრობლემები მოგვარდება - "წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკა გამოვა ОДКБ-დან, როდის ამას ვერ გეტყვით."
კონტექსტი
თებერვლის მიწურულს სომხეთმა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი 2022-22 წლებში განვითარებული მოვლენებია, როდესაც ორგანიზაციებამ არ შეასრულა ერევანის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
ფაშინიანის განცხადების საპასუხოდ ОДКБ-ს სამდივნოში განაცხადეს, რომ სომხეთისგან ოფიციალური წერილი წევრობის შეჩერების შესახებ არ მიუღიათ.