FBI-ს ახალმა შეფმა თანამშრომლებს უბრძანა არ უპასუხონ მასკის DoGE-ის კითხვებს

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალმა დირექტორმა უწყების თანამშრომლებს უბრძანა არ გასცენ კითხვები ელონ მასკის მიერ კონტროლირებული მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის კითხვებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს. 

"გთხოვთ თავი შეიკავოთ პასუხის გაცემისგან"- ნათქვამია პატელის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში. 

მსგავსი ბრძანებები მიიღეს უფროსებისგან პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა - უწყებაში ამბობენ, რომ მასკის დეპარტამენტის მხრიდან მიღებულ მოთხოვნებზე ისინი კოორდინირებულად იმოქმედებენ. 

განსხვავებული ვითარებაა სოციალური უზრუნველყოფისა და იუსტიციის სამინისტროებში, რომელთა თანამშრომლებმა უშუალო უფროსებისგან მიიღეს მითითება, რომ უპასუხონ DoGE-ის მიერ დასმულ კითხვებს. 

ელონ მასკის თქმით, პასუხის არმიღება განხილული იქნება როგორც თანამდებობიდან გადადგომის განცხადება. 

ფედერალური მთავრობის ეფექტურობის ზრდის მიზნით შექმნილი სააგენტო, რომელსაც ელონ მასკი ხელმძღვანელობს არ არის ფედერალური მთავრობის ნაწილი, შესაბამისად არ საჭიროებს სენატის დამტკიცებას. 

ამერიკული მედიის ცნობით, ამ დროისთვის DoGE-იმ სხვადასხვა ფედერალური უწყებებიდან ჯამურად 10 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა - მათი დიდი ნაწილი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის უწყებებზე მოდის, სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების უმეტესობა გამოსაცდელ ვადაზე იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები