ფედოროვი: ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა
2 აგვისტოს, საღამოს, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა.
ამ ინფორმაციას ქალაქის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.
"მელიტოპოლში ოკუპანტები შეშფოთებულები არიან, ჩივიან, რომ ქალაქის ცენტრში აფეთქებაა." - წერს ის.
მერი სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ "საღამოს არეულობის" დეტალები ახლა ზუსტდება.
აფეთქების შესახებ ასევე იტყობინება ადგილობრივი კოლაბორაციონისტი ვლადიმერ როგოვი.
21:38 საათზე მან Telegram-ზე დაწერა, რომ "ახლახან ქალაქის ცენტრში აფეთქების ხმა გაისმა." კოლაბორაციონისტმა პირობა დადო, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.