ფიშერი: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ მოგვშორდებით, გამოგყვებით და დაბრუნებას შეგევედრებით

საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერი 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს"

"მივმართავ ქართველებს: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორ გინდა, რომ გმართონ და ქვეყნების რომელ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეთ. მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, თქვენ წევრი გახდებით. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია.

და გთხოვთ დამიჯერეთ: ჩვენ ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. როგორც მეგობარს და მე მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრია, ვინც შეიძლება დაამტკიცოს, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებდი, როგორც მეგობარი, უნდა გითხრათ: თქვენ საფრთხეში ხართ, რომ ხელიდან გაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და პრივილეგირებული პარტნიორობა...

ნება მომეცით, პირად შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ მოგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის".

მსგავსი სიახლეები