ფიშერი: საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანება სურდეს EU-ში
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელს X-ში განცხადებას ავრცელებს:
"ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოს შესახებ, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროსაბჭომ, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ.
თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები.
საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს - თუმცა, მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანება სურდეს ევროკავშირში; ეს თქვენ გადაწყვიტეთ".