ფონ კრამონი: საქართველო აგრძელებს უკუსვლას რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით

 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონა 2021 წლის დემოკრატიის ინდექსში, საქართველოს გაუარესებულ მდგომარეობას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"უაღრესად დამამწუხრებელია, რომ ქართული დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს. მოლდოვის გარდა, უკრაინა და სომხეთიც კი უკეთესად გამოიყურება.

ერთ დროს, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა აგრძელებს უკუსვლას ლუკაშენკოს ბელარუსიისა და ავტორიტარული მეზობლების - აზერბაიჯანისა და რუსეთის მიმართულებით". 

The Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მეოთხე წელია რაც უარესდება. 2021 წელს,  ქვეყნის მაჩვენებელმა 10 ქულიდან 5.12-მდე დაიკლო. 

მსგავსი სიახლეები