FT: აშშ-ს სურს მწირმიწების შეთანხმება უკრაინასთან ატომურ სადგურებსაც მოიცავდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უკრაინასთან მწირმიწების შეთანხმება არამხოლოდ სასარგებლო წიაღისეულზე, არამედ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზეც გავრცელდეს, მათ შორის ატომურ ელექტროსადგურებზეც.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურზე საუბარი იყო ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო ზარის დროს.
- ვაშიგნტონ სურს უფრო მკაფიოდ დადგინდეს ახალი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წილების საკითხი და ამ ფონდის საკუთრებაში უკრაინის უკვე მოქმედი ენერგეტიკული ობიექტებიც შევიდნენ.
- 20 მარტს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს მსგავს შეთანხმებებს იშვიათი მინერალების შესახებ, თუმცა დასძინა, რომ უკრაინას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაში გადასვლა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისთვის საუკეთესო დაცვა იქნება."
- 19 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპთან მხოლოდ ერთი ატომური ელექტროსადგურის საკითხი განიხილა - საუბარია ზაპორიჟიის აეს-ზე, რომელსაც ამჟამად საოკუპაციო არმია აკონტროლებს.
- ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, 2022 წლის მარტში დაიკავა.
Context: ტრამპის და მისი გარემოცვა ირწმუნებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური გარანტია და რუსეთის შეკავებისთვის საკმარისი ბერკეტი იქნება.
- თავდაპირველი უთანხმოებების შემდეგ, 25 თებერევალს ვაშინგტონმა და კიევმა მწირმიწების (იშვიათი მინერალები) შესახებ ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს.
- დოკუმენტზე ხელი 28 თებერვალს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას უნდა მოეწერათ, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე გამართულ სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ ცერემონია გაუქმდა.
- უკრაინული წყაროების ცნობით, მათ ჯერ არ მიუღიათ განახლებული წინადადება, თუმცა ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.