FT: ტრამპი ევროპას ირანის გამო უკრაინის 'დახმარების' შეწყვეტით ემუქრებოდა
ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში ტრამპი ევროპელ პარტნიორებს დაემუქრა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას შეწყვეტს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- საუბარია PURL-ის მექანიზმზე, რომლის მეშვეობითაც ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები ყიდულობენ ამერიკულ შეაიარაღებას უკრაინისთვის.
- წყაროების ცნობით, ჰორმუზის განბლოკვის ოპერაციაში მონაწილეობის თხოვნაზე უარის შემდეგ ტრამპი ამ მექანიზმის შეჩერებით დაიმუქრა.
ჩაშლილად: სწორედ ამ ზეწოლის შედეგად, ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ინიციატივით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი განცხადება 19 მარტს.
- განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლონდონი, პარიზი და ბერლინი მზად არიან შეუერთდნენ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციას, მას შემდეგ რაც საომარი მოქმედებები დასრულდება.
- ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, მარკ რუტე ევროპელ კოლეგებთან გამართულ საუბარში ტრამპის საუბრის ტონს ახასიათებდა როგორც "ისტერიულს."
კონტექსტი: გასულ კვირას Washington Post წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების გადამისამართებას ახლო აღმოსავლეთისკენ.
- მალევე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის "ამგვარი ზომები" არ განიხილება, მაგრამ მომავალში ასეთი რამ გამორიცხული არ არის.
- ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებების ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია მწვავედ აკრიტიკებს ევროპელ მოკავშირეებს. გასული ღამით გავრცელებულ მიმართვაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "აბსოლიტურად განიხილავს" ნატოდან გასვლას.
- ნატოსთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს მარკო რუბიომ და თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა.