გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან $1 მილიარდი გადასცა

უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან 752 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარება მიიღო.

ჩაშლილად: ტრანში G7 Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. 

  • ERA დიდი შვიდეულის მიერ 2024 წელს შემუშავებული ინიციატივაა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის სესხებას გულისხმობს.

  • მიღებული თანხა უკრაინის სამხედრო თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება.

  • "მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას. მიღებული დაფინანსებით გაძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორები". - ამბობს უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო.

  • 2025 წლის 1 მარტს მარჩენკომ და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ, რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად უკრაინა რუსული აქტივებიდან $3 მილიარდს მიიღებდა.

  • თანხის პირველი და მეორე ნაწილის უკრაინამ 2025 წლის მარტსა და აპრილში მიიღო.

კონტექსტი: G7-ის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმებული მექანიზმი, უკრაინისთვის 50 მილიარდ აშშ დოლარამდეა სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ სესხის დაფარვა მოხდება რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

  • 2024-2025 წლებში, ERA-ს დამსახურებით უკრაინამ დიდი შვიდეულის და ევროკავშირის ქვეყნებისგან $28 მილიარდი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები