გაზპრომი გაზის მოპოვების ისტორიული მინიმუმის შესახებ იუწყება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Газпром-მა თავისი არსებობის ისტორიაში რეკორდულად მცირე მოცულობის გაზი მოიპოვა. 

ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშშია საუბარი. 

გაზის ექსპორტის მონოპოლისტ კომპანიაში ამბობენ, რომ წლის პირველ ნახევარში მათ სულ 179 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვეს - ამგვარად წლიური მაჩვენებელი შესაძლოა 360 მილიარდს გაუტოლდეს - რაც 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

იმავე პერიოდში გაზის მოპოვება თითქმის 25%-ით არის შემცირებული. მიზეზად კი "ზოგი ქვეყნის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმაა" დასახელებული. 

კონტექსტი

კლების მასშტაბის თვალსაჩინოებისთვის - დაახლოებით მსგავს მაჩვენებლებზე (370 მლრდ მ³) იყო საუბარია 1978 წელს - ამ დროიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირი გაზის მოპოვება ყოველწლიურად იზრდებოდა. 

სპეციალისტების განმარტებით, გაზის მოპოვების მოცულობა დამოკიდებულია უკვე არსებულ ხელშეკრულებებზე - რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციის პროგნოზით, ომამდელ 2021 წელთან შედარებით, წელს Газпром-ის გაყიდვები ევროპაში ექვსჯერ შემცირდება. 

სწორედ ევროკავშირი წარმოადგენდა კომპანიისთვის ყველაზე დიდ გასაღების ბაზარს. 

 

მსგავსი სიახლეები