გერმანიაში რუსული ომის სიმბოლო Z-ის გამოყენებისთვის 140-მდე გამოძიება დაიწყო
გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრეთა წინააღმდეგ 140 საქმე აღძრა.
საქმეთა უმეტესობა რუსული ფაშისტური სიმბოლო Z-ის გამოყენებას ეხება.
ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
Z-ის გამოყენება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აკრძალული, რომელიც ფულად ჯარიმას ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში მოსკოვის მხარდამჭერი რამდენიმე მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა რუსული და საბჭოთა სიმბოლიკა გამოფინეს.