გრეფი: რუსეთის ეკონომიკა ძლიერ გადახურებულია
რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა გადახურებულია და შესაძლებლობების ზღვარზეა.
ამის შესახებ გერმან გრეფმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული განაკვეთების შესახებ დასმულ კითხვაზე გრეფმა უპასუხა, რომ ბანკს არ აქვს სხვა არჩევანი გარდა მაღალი საბაზისო განაკვეთისა, რადგანაც მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი ინფლაციის მკვეთრი ზრდის მოთოკვა.
გრეფის თქმით, შექმნილ ვითარებაში უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს - "ჩვენი ეკონომიკა ცალსახად და ძლიერ გადახურებულია, არასდროს ჩვენს ისტორიაში ძირითადი სიმძლავრეები არ ყოფილა ამდენად დატვირთული - 84% ეს ზედა ზღვარია, რომლის იქეთაც მოძრაობა უბრალოდ შეუძლებელია."
გრეფმა აღნიშნა, რომ მანქანათწარმოების სექტორში საბიუჯეტო იმპულსის ხარჯზე დასაქმებულთა შემოსავლები მკვეთრად იზრდება, რის შედეგადაც მოქალაქეების დიდი მასა, რომლებიც ცოტა ხნის არაკრედიტუნარიანები იყვნენ, უკვე შეუძლიათ საბანკო სერვისებით სარგებლობა. გრეფი აღნიშნავს, რომ მაღალი საბაზისო განაკვეთის მიუხედავად დაკრედიტება და ხარჯვა კვლაც იზრდება.
სბერბანკის ხელმძღვანელის თქმით, ასეთ ვითარებაში ცენტრალურ ბანკს არჩევანი არ აქვს და იძულებულია ეკონომიკური ზრდა მაღალი განაკვეთებით შეზღუდოს.
"სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც პოლიტიკური მიზეზებით არ ზრდიდნენ საბაზისო განაკვეთებს და ვიცით რითი სრულდებოდა ეს. ბოლო ასეთი შემთხვევა თურქეთია" - განაცხადა გრეფმა.