გუმენიუკი ნავთობის საცავის აფეთქებაზე: შეტევისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი უკრაინის არმიის აქტიური მოქმედებებისთვის მზადებაა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის პრესმდივანმა ნატალია გუმენიუკმა ეროვნული ტელეთონის ეთერში განაცხადა.

გუმენიუკმა აღნიშნა, რომ მტრის ლოგისტიკის დარღვევა უკრაინის თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებებისთვის მომზადების ერთ-ერთი ელემენტია.

"ეს არის მოსამზადებელი სამუშაო იმ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის, რომელსაც ყველა ელის." - თქვა მან

ე.წ. "სევასტოპოლის გუბერნატორმა" მიხეილ რაზვოჟაევმა 29 აპრილის ღამეს განაცხადა, რომ კაზაკთა ყურეში საწვავის საცავი იწვოდა, ხანძრის მიზეზი, მისი თქმით, უკრაინული დრონის თავდასხმა გახდა.

მსგავსი სიახლეები