გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა 21 Shahed-ის დრონი გაანადგურეს

გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ გაშვებული 26 Shahed-ის კამიკაძე დრონიდან 21 ჩამოაგდეს.

ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენარალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი დიდი დანაკარგების ფასად აგრძელებს ომს. ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკის, მარინკის მიმართულებებზე. გუშინდელი დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 55-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უმძიმესი ბრძოლები მიდის ბახმუტისა და მარინკასათვის." - აცხადებს უკრაინული მხარე.

გარდა ამისა, გუშინ რუსებმა 3 სარაკეტო და 57 ავიადარტყმა დარტყმა განახორციელეს უკრაინის წინააღმდეგ.

ამასთანავე, უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გუშინ 7 საბრძოლო დავალება შეასრულეს და დაბომბეს რუსების პერსონალის კონცენტრაციის ადგილები. უკრაინულმა არტილერიამ კი რუსული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 უბანი და 2 საბრძოლო მასალის საცავი დაბომბა.

მსგავსი სიახლეები