გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა 400-მდე რუსი ოკუპანტი მოკლეს
გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა 400-მდე რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ 3 მაისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
ჯამში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 24 200 რუსი სამხედრო გაანადგურეს.
რუსეთის დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 1062 (+14);
- ჯავშანტექნიკა - 2567 (+48);
- საარტილერიო სისტემები - 475 (+16);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები - 162 (+10);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 80;
- თვითმფრინავი - 194;
- ვერტმფრენები - 155;
- საავტომობილო და სატვირთო ტექნიკა - 1843 (+19);
- გემები/ნავები - 10 (+2);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 291 (+20);
- სპეცტექნიკა - 38;
- ფრთოსანი რაკეტები - 84.
"მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი (ბოლო დღის განმავლობაში) იზიუმის მიმართულებით დაფიქსირდა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია ანგარიშში.