ჰამასი აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი დედა-შვილი გაათავისუფლა
ჰამასმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ჰუმანიტარული მიზეზების გამო" გაათავისუფლეს ამერიკის ორი მოქალაქე - დედა და მისი ქალიშვილი.
ჰამასის სპიკერის თქმით, ეს ნაბიჯი მოჰყვა კატარის მცდელობებს, რათა "დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს, რომ ბაიდენისა და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა."
ჰამასი არ ასახელებს რომელი მძევლები გაათავისუფლა.
მძევლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ისრაელი ჯერ არ ადასტურებს.