ჰამასი ოთხი სამხედრო მაღალჩინოსნის სიკვდილს ადასტურებს
ჰამასის სამხედრო ფრთამ, ალ-კასამის ბრიგადებმა დაადასტურა ღაზას სექტორში მიმდინარე ბრძოლებში მისი ოთხი მეთაურის დაღუპვა.
26 ნოემბერს, ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაღუპულთა შორის იყვნენ ღაზას ჩრდილოეთით დისლოცირებული ბრიგადის მეთაური აჰმედ განდური, მეტსახელად აბუ ანასი, ასევე ვაელ რაჯაბი, რააფატ სალმანი და აიმან სიამი, რომელიც ჰამასის რაკეტების გამშვებ ჯგუფს ხელმძრვანელობდა.
კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში მოკვდნენ სამხედრო მეთაურები, განცხადებაში არ ზუსტდება.
ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ განდურსა და სიამზე თავდასხმები განხორციელდა, მაგრამ მათი სიკვდილი არ დაუდასტურებიათ.
24 ნოემბრიდან ღაზას სექტორში ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთნახმება ამოქმედდა და ტყვეების გათავისუფლება დაიწყო. დიდი ალბათობით, შეთანხმება 28 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება და მხარეები ტყვეების გაცვლას გააგრძელებენ.