ჰამასი პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მძევლები ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ
ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ღაზას სექტორში მძევლად მყოფი სამი ისრაელელი ქალი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებს და მას მოუწოდებს, მათი გათავისუფლება უზრუნველყოს.
მძევლები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ, რომ მან 7 ოქტომბრის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.
ჰამასის ვიდეოს საპასუხოდ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: "მივმართავ ომის დანაშაულების ჩამდენი ჰამასის მიერ გატაცებულ ლილანა ტროპანოვს, დანიელა ალონის და რიმონ კირშტს, ჩვენი გული თქვენთან და დანარჩენ გატაცებულებთანაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გატაცებულები და დაკარგულები სახლში დავაბრუნოთ."
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ჰამასის ვიდეოს "სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა.