ჰამასის წევრის თავდასხმას იერუსალიმში 1 ადამიანი ემსხვერპლა
იერუსალიმის ძველ ქალაქში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, 1 კი დაიღუპა.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 42 წლის პალესტინელი, ჰამასის წევრი ფადი აბუ შკაიდამი იყო. სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს.
შკაიდამი Beretta M12-ით იყო შეიარაღებული.
საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ძველ ქალაქში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა, ორი დაჭრილის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
ინციდენტი 9:00-ზე იერუსალიმის ტაძრის მთის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა.
ჰამასმა თავდასხმას "გმირული ოპერაცია" უწოდა. მათი თქმით, ეს არის "ფასი", რასაც ისრაელი ოკუპაციისთვის იხდის.