ჰამასმა გატაცებულთა ოჯახებს ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა - Kan
ჰამასის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებმა ებრაულ ენაზე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც მიმღებებს ბმულზე გადასვლას სთხოვდნენ მძევლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ ინფორმაციას Kan News ავრცელებს.
"ეს არის გზავნილი ალ-კასამისგან [ჰამასის სამხედრო ფრთა - რედ.], ჩვენ თქვენს მთავრობას ტყვეების გაცვლა შევთავაზეთ, მაგრამ ისინი არ დაგვთანხმდნენ. ჩვენი მოთხოვნა ასეთია: ყველა სიონისტი ტყვის გათავისუფლება ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ." - ნათქვამია ისრაელის მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
კონტექსტი
30 ოქტომბერს ჰამასმა პროპაგანდისტულ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ღაზას სექტორში მძევლად მყოფი სამი ისრაელელი ქალი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებდა და მას მოუწოდებდა, მათი გათავისუფლება უზრუნველეყო. მძევლები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებდნენ, რომ მან 7 ოქტომბრის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.
30 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ჰამასის მიერ დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცი ორი მეგიდიში ღამით ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.
24 ოქტომბერს ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ტყვეობიდან 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი გაათავისუფლა.
ისრაელის ცნობით, ჰამასის ტყვეობაში 240 ადამიანია, ისრაელის ციხეებში კი 6000 პალესტინელი პატიმარი.